The Challenges

პროექტის დასახელება – ქალაქ თელავის ქუჩების გარე განათების რეაბილიტაცია (ქალაქ თელავის ცენტრალური ნაწილი);
პროექტის განხორციელების თარიღი – მრტი 2012 წელი – სექტემბერი 2012 წელი;
პროექტის ღირებულება – 2 523 509 ლარი
დამკვეთი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
პროექტის მოკლე დახასიათება – ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა გარე განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია. გამოყენებული იქნა როგორ მაღალი ასევე საშუალო სიმაღლის და კედელზე მისამაგრებელი ტიპის სანათები. თელავის ცენტრალურ ქუჩებზე ასევე ჩატარდა შენობების მინათების სამუშაოები. სამუშაოების წარმოება მიმდინარეობდა ტენდერით გათვალისწინებული და დამკვეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ობიექტზე მობილიზებული იქნა ორგანიზაციის საკუთრებაში მყოფი სხვადასხვა ტიპის ტექნიკა, ხოლო ადგილზე დაქირავებული იქნა მუშახელი მარტივი სამუშაოების (ტრანშეის გაჭრა, კაბელების მოთავსება ტრანშEაში და ა.შ.) ჩასატარებლად, რომლებსაც ობიექტზე კურირებდნენ და მითითებებს აძლევდნენ კვალიფიციური სპეციალისტები. ობიექტზე საერთო ჯამში გამოყენებული იქნა 6 კმ-ზე მეტი ძალოვანი კაბელი და თითქმის 1600 ერთეული სანათი საშუალება, როგორ გარე განათების ასევე შენობის მინათებისთვის. ობიექტის ზედამხედველობას ახდენდა საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „შტეგეტ“ და საბოლოო მიღება ჩაბარების აქტიც მათ მიერ არის დამოწმებული. 1 წლიანი საგარანტიო პერიოდში, რაზეც პასუხისმგებელი იყო ს.ს. „ერისიმედი“ სერიოზული დეფექტები არ გამოვლენილა.

 

Project Description