The Challenges

პროექტის დასახელება – გარე განათების რეაბილიტაცია ქ. ყვარელის ცენტრალურ ქუჩებში;
პროექტის განხორციელების თარიღი – ივნისი 2012 წელი – დეკემბერი 2012 წელი;
პროექტის ღირებულება – 1 781 097 ლარი
დამკვეთი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
პროექტის მოკლე დახასიათება – ქალაქ ყვარელის ცენტრალურ ქუჩებში განხორციელდა გარე განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია. გამოყენებული იქნა მაღალი და საშუალო სიმაღლის ბოძებზე დასამონტაჟებელი სანათები. წსამუშაოების წარმოება მიმდინარეობდა ტენდერით გათვალისწინებული და დამკვეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ობიექტზე მობილიზებული იქნა ორგანიზაციის საკუთრებაში მყოფი სხვადასხვა ტიპის ტექნიკა, ხოლო ადგილზე დაქირავებული იქნა მუშახელი მარტივი სამუშაოების (სადენების დემონტაჟი, მასალების დასაწყობება, კაბელების მოთავსება ტრანშეაში და ა.შ.) ჩასატარებლად, რომლებსაც ობიექტზე კურირებდნენ და მითითებებს აძლევდნენ კვალიფიციური სპეციალისტები. ობიექტზე საერთო ჯამში გამოყენებული იქნა 10 კმ-მდე ძალოვანი სპილენძის კაბელი და თითქმის 460 ერთეული სანათი საშუალება. ობიექტის ზედამხედველობას ახდენდა საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „შტეგეტ“ და საბოლოო მიღება ჩაბარების აქტიც მათ მიერ არის დამოწმებული. 1 წლიანი საგარანტიო პერიოდში, რაზეც პასუხისმგებელი იყო ს.ს. „ერისიმედი“ სერიოზული დეფექტები არ გამოვლენილა.

Project Description

Client:MDF