სს  ერისიმედი  წარმოადგენს სპეციალიზირებულ სამშენებლო-სამონტაჟო კომპანიას, მრავალწლიანი ისტორიით.  1995 წლამდე ჩვენ შევდიოდით “თბილქალაქმშენის” გაერთიანებაში, როგორც სპეცსამშენებლო-სამონტაჟო ტრესტი. 1995 წლიდან  ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, როგორც 100% კერძო კაპიტალის მქონე სააქციო საზოგადოება.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • 220 და 110კვ ქვესადგურების ღია-გამანაწილებელი მოწყობილობების რეკონსტრუქცია, მონტაჟი, გამართვა-გაშვება.
  • 6/10კვ ძაბვის ქვესადგურების და მოწყობილობების მშენებლობა, მონტაჟი, გაშვება-გამართვა.

ამ მიმართულებით ბოლო წლებში კომპნიას ჩატარებული აქვს სამუშაოები მსხვილი დამკვეთებისათვის:  სადისტრიბუციო კომპანია სს “თელასი”, ქიმიური წარმოების საწარმოო “აზოტი” სს “ენერჯი ინვესტი”, ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა, ხრამის ჰიდროელექტროსადგური და სხვა. სს ერისიმედი  შედის ქვეყანაში ამ პროფილით მომუშავე კომპანიების პირველ ათეულში, ჩვენი პრიორიტეტია საიმედო პარტნიორობა, აღებული სამშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება.

სს ერისიმედს გააჩნია საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

  •  მანქანა მექანიზმები, საკუთარი ლითონნაკეთობათა ქარხანა რომელიც აწარმოებს  0.4 და 6/10კვ ძაბვის ელექტრო ძალურ კარადებს.
  • მაკომპლექტებელი ნაწილებს იმპორტს ვახდენთ სხვადასხვა ქვეყნებიდან: ჩეხეთიდან, რუსეთიდან, შვედეთიდან და სხვა.
  • კომპანიაში დასაქმებულნი არიან მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, რომელთაც სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვთ, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

ს.ს. ერისიმედი არის საქართველოში ქ.სანკტ-პეტერბურგის  მაღალი ძაბვის აპარატურების მწარმოებელი ქარხნის “ელექტრო აპარატის” ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი.

ს.ს. ერისიმედი  აწარმოებს სამუშაოებს ქ.თბილისში და რეგიონებში კერძო სექტორის და კორპუსების განმრიცხველიანებაზე, ქუჩების და საწარმოების გარე და შიგა განათებებზე.

ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ მომსახურების სრული პაკეტი ენერგო ობიექტების რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესასრულებლად.

 

ჩვენი პარტნიორები

  • სს “ენერჯი ინვესტი”
  • სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
  • სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
  • ქ.თბილისის მერია
  • ქ.ახალციხის გამგეობა
  • ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
  • შპს საქაერონავიგაცია
  • ქ. მარნეულის გამგეობა
  • ქ. ლაგოდეხის გამგეობა
  • ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობა
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • შ.პ.ს “თბილისის მეტრო”
  • ს.ს. თიბისი ბანკი
  • შ.პ.ს “ბურჯი”